არ მოგწონს ფასი? წაიკითხე ეს!

არ მოგწონს ფასი? წაიკითხე ეს!

2018-05-10 15:03:57
img-blog1

საქართველოში ჩვენი თესლებით მომარაგების შემდეგ კლიენტები მუდმივად მოგვმართავენ კითხვებით მაღაზიის საფასო პოლიტიკის შესახებ. მათი მოტივი ისაა, რომ თესლების ღირებულება სხვა მაღაზიებთან შედარებით უფრო მაღალია, ამის მიზეზი არის რთული და დიდხნიანი გზა, რომელიც სავსეა დაბრკოლებებით, ერთგვარი გამოცდებითა და სირთულეებით.

ყველა დაბრკოლების გადალახვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ყველთვის არ არის საშუალება ერთდროულად ვაკონტროლოთ ყველაფერი. საბოლოო ჯამში მიწოდების პროცედურის გამეორება გვიწევს რაზეც იხარჯება გარკვეული დროც და რესურსებიც. ამ პროზაიკული მიზეზების გამო საოცარი ხერხებით გვიწევს გამოძრომა, რომ საბოლოოდ შევძლოთ ჩვენი მეგობრების გახარება საქართველოს ტერიტორიაზე ხარისხიანი თესლებით. ეს ყველა მანევრი საკმაოდ მსუყე თანხა უჯდება კომპანიას, ამიტომ გაუთვალისეინებელი ხარჯების კომპენსირება გვიწევს შედარებით მომატებული ფასებით. გამოდის, რომ ღირებულებაში შედის თვოთონ პროდუქტიც, გადაზიდვა, ამორტიზაცია და რისკებისგან დაზღვევა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვირჯებით ჩვენით და ჩვენი ხარჯებით, კლიენტის მონაწილეობის გარეშე, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. და როგორც არ უნდა შევხედოთ მცირე დანამატი ფასზე არის მოკრძალებული გადასახადი, როდესაც საქმე ეხება პროდუქციის ხარისხის შენრჩუნებას.