Black Friday

Black Friday

2016-11-01 18:50:27
img-blog1

მცირე ინფორმაცია შავი პარასკევის დღესასწაულზე.

შავი პარასკევი - ეს არის საკმაოდ ძველი, მაგრამ ჯერ კიდევ არაოფიციალრი დღესასწაული. სათავეს ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს და ამ დღის პირველი ჩანასახები XIX საუკუნიდან იღებს სათავეს. თუმცა, ეს სახელი ამ დღემ მოიპოვა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროებზე მხოლოდ 1960-იან წლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დასახელება ამ დღემ მიიღო ფილადელფიელი პოლიციელებისგან. საქმე იმაშია, რომ ამ დღეს თითქმის ყველა გზა გავსებულია ავტომობილებით, რაც იწვევდა მრავალსაათიან საცობებსა და მრავალრიცხოვან ავარიებს. ესეთ დღეებში პოლიციელებს რათქმაუნდა ბევრი პრობლემები ქონდათ, რაც დაკავშირებული იყო საგზაო პრობლემებთან. სწორედ აქედან იღებს სათავეს ეს დასახელებაც. აგრეთვე არსებობს ჰიპოთეზაც, რომელიც მაღაზიის მეპატრონეთა პრობლემებს უკავშირდება. იმ პერიოდში, როდესაც ყველა აღწერა ხელით ხდებოდა, წაგება წითელი ფერით აღინიშნებოდა, ხოლო მოგება შავი ფერით.

რიგითი ამერიკელისთვის ეს დღე სავსებით არ არის შავი. პირველ რიგში, შავი პარასკევი არის მადლიერების დღის მომდევნო დღე, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება ნოემბრის მეთხე ხუთშაბათს. ამერიკულ კულტურაში მადლიერების დღეს სავსებით სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ სადღესასწაულო განწყობა მეორე დღესაც არ ცხრება. მეორე რიგში, შავ პარასკევს ყველა მაღაზიაში მოქმედებს წარმოუდგენელი ფასდაკლებები, რომელზეც ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ. ამ ფაქტორებს ემატება საზოგადოების გაცხოველებული აქტიურობა ამ თუნდაც არაოფიციალურ დღესასწაულს ხდის წლის საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენად.

ფასდაკლებები

ეხლა კი ჩვენ, როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რითაც ეს დღეა ცნობილი. შავი პარასკევი გახდა არაოფიციალური დღესასწაული, რომელზეც ყველა (საცალო რეალიზაციაში მომუშავე პირების გარდა) სპეციალურად იღებს შვებულებებს ამ დღისთვის. ამ დღეს ამერიკის აბსოლიტურად ყველა მაღაზია უშვებს საკმაოდ მომგებიან ფასდაკლებებს. ამასთან ერთად, პირველ რამდენიმე კლიენტს ერგება კოლოსალური ფასდაკლებები, 80%, 90% და ა.შ. ამის გამო მაღაზიები იხსნება ძალიან ადრე, რის გამოც რიგები უკვე შუაღამიდან იწყება.

როგორ ხდება ეს სხვა ქვეყნებში?

არც ისე დიდი ხანია რაც შავი პარასკევის დღესასწაული პოპულარობას იხვეჭავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეხლა ამ დღეს ყოველწლიურად აწყობენ არამარტო ამერიკაში, არამედ რიგ სხვა სახელმწიფოებშიც. რუსეთში, უკრაინაში და სხვა დანარჩენ რუსულენოვან ქვეყნებშიც აღინიშნება ამ ტენდენციის ზრდა. ყოველწლიურად ფასდაკლებები ხდება სულ უფრო მასშტაბური.